იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებული პირი მოქმედი პოლიციელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის მოტივს, შოთაძემ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, განმარტებების გაკეთებისაგან თავი შეიკავა. ამ კონტექსტში მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ დაკავებულია ამფეთქებელი, რომელმაც უშუალოდ დადო ხელყუმბარა, მაგრამ დამკვეთებზე ვერ ისაუბრებს.
"გამოძიება გრძელდება. მოტივთან და ამ პიროვნების ქმედებასთან დაკავშირებით მთელი რიგი ვერსიები არსებობს, მაგრამ საზოგადოებას ვთხოვთ, გამოიჩინოს მოთმინება, რათა გამოძიებამ არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი შოთაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.