მიუნხენის პოლიციის პრესსამსახურის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოები გუშინ ქალაქში მომხდარ სროლებს ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას აძლევენ.
მიუნხენის სავაჭრო ცენტრში სწრაფი კვების რესტორან "მაკდონალდსის" სიახლოვეს 9 ადამიანი ერთმა თავდამსხმელმა მოკლა, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა. მისი გვამი პოლიციამ "ოლიმპიას" სავაჭრო ცენტრიდან, 1 კილომეტრში იპოვა. ინციდენტისას 21-მდე ადამიანი დაიჭრა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი 18 წლის ირანული წარმოშობის გერმანელი იყო, რომელიც მიუნხენში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. მას ორმაგი, გერმანიის და ირანის მოქალაქეობა ჰქონდა. თავდასხმის მოტივი კი, მიუნხენის პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, "სრულიად უცნობია". გარდაცვლილებს შორის მოზარდებიც არიან.
ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.