საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის ოლიმპიურ პარკში საქართველოს ნაკრების მიერ ოლიმპიური ფიცის დადებისა და დელეგაციის გაცილების ცერემონიას დაესწრო.
”მიხარია, რომ აქ ვარ თქვენთან ერთად და გაცილებთ მომავალი გამარჯვებებისკენ. მინდა უკვე მადლობა გითხრათ იმიტომ, რომ თქვენ თქვენი შთამბეჭდავი მოღვაწეობით საქართველოს სახელი მნიშვნელოვნად წინ წასწიეთ. მინდა მადლობა ვუთხრა იმ ათობით ექიმს, მწვრთნელს, ადმინისტრაციულ პერსონას, ვინც იდგა და დგას თქვენს გვერდით და თქვენთან ერთად იასპარეზებს რადაგან ჩვენ იქ გავდივარ, როგორც ერთი ქვეყანა, ერთი გუნდი, ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს გამარჯვებისკენ მოვუწოდებთ და ვეხმარებით. საქართველო უნიკალურია თუნდაც იმით, რომ რა მიღწევებიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას, თუნდაც სპორტის მიმართულებით. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ კვადრატულ მეტრზე რომ გადაიანგარიშო მსოფლიოში გამორჩეული ქვეყანა ვართ იმიტომ, რომ შევძელით და ასეთ განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწიეთ. თქვენ ზურგს გიმაგრებენ ის ოლიმპიელები, რომლებმაც საქართველოს სახელი ოქროს ასოებით ჩაწერეს და მსოფლიოში წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყანა.
დღეს იბრძვის ორი მსოფლიო. ერთია ის ბოროტება, რომელიც ჩვენ გუშინ ღამე ვნახეთ, როდესაც ასე დამალულად, ფარულად, ქურდულად ადამიანები ხოცავენ ბავშვებსა და ქალებს. ამის საპირისპირო რეალურად ყველაზე მეტად ხართ თქვენ - ადამიანები, რომლებიც ძალით, შემართებით, უნარით, ღიად და ჭეშმარიტად ასპარეზობთ. კეთილ ნებას, სპორტულ წარმატებას და შეჯიბრებას აჩვენებთ მთელ მსოფლიოს. მთელი მსოფლიო შემოგხედავთ თქვენ და მთელი მსოფლიო გაიგებს საქართველოს ჰიმნს, დარწმუნებული ვარ, არაერთხელ. მინდა, წინასწარ მოგილოცოთ გამარჯვებები და გითხრათ, რომ მე თქვენთან ერთად ვიქნები. მთელი საქართველი იქნება თქვენ გვერდით. იცოდეთ, რომ გიყურებთ, თქვენი იმედი გვაქვს. თქვენ მიერ აჟღერებული საქართველოს ჰიმნი იცოდეთ, რომ მილიონობით ქართველის გულს გაახარებს, გააბედნიერებს”, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ბრაზილიის ოლიმპიურ თამაშებში 39 ქართველი ოლიმპიელი 13 სახეობაში იასპარეზებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.