მიხარია, რომ წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოლიმპიადაში უპერეცედენტო რაოდენობის ოლიმპიელები იღებენ მონაწილეობას, - განაცხადა, პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის ოლიმპიურ პარკში, სადაც ოლიმპიური ფიცის დადებისა და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა.
"13 სახეობის 39 სპორტსმენი - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მართლაც პატარაა, მაგრამ უდიდესი სპორტული ტრადიციებითაა გამორჩეული. მე აქ ვხედავ არაერთ სახეს, ადამიანებს, ლეგენდებს, რომლებმაც ჩვენ შთაგვაგონეს, რომ მიგვეღწია ბევრი გამარჯვებისთვის ცხოვრებაში, რადგან სპორტი ყველა ადამიანს შთააგონებს, აძლიერებს, ბრძოლის ჟინით აღავსებს. სწორედ ეს დიდი მისია გაკისრიათ თქვენ, ჩვენო სასიქადულო ოლიმპიელებო, რომ საქართველი აავსოთ პოზიტივით, გამარჯვების ჟინით და მე დარწმუნებული ვარ, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, რომ არაერთხელ აჟღერდება საქართველოს ჰიმნი წელს ბრაზილიაში.
ჩვენ ძალიან გვჭირდება გამარჯვებები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ამ გამარჯვებებს მივაღწევთ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.