ფრანსუა ოლანდმა მიუნხენში მომხდარს „ამაზრზენი ტერორისტული აქტი“ უწოდა
23-07-2016, 02:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა მიუნხენში მომხდარს „ამაზრზენი ტერორისტული აქტი“ უწოდა.

 

 

„გერმანია ამას წინააღმდეგობას გაუწევს, მას შეუძლია საფრანგეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის იმედი ჰქონდეს“, - განაცხადა ოლანდმა.

 

 

მიუნხენის სავაჭრო ცენტრში სწრაფი კვების რესტორან "მაკდონალდსის" სიახლოვეს 9 ადამიანი ერთმა თავდამსხმელმა მოკლა, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა. მისი გვამი პოლიციამ "ოლიმპიას" სავაჭრო ცენტრიდან, 1 კილომეტრში იპოვა. ინციდენტისას 21-მდე ადამიანი დაიჭრა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი 18 წლის ირანული წარმოშობის გერმანელი იყო, რომელიც მიუნხენში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. მას ორმაგი, გერმანიის და ირანის მოქალაქეობა ჰქონდა. 

 

 

თავდასხმის მოტივი კი, მიუნხენის პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, "სრულიად უცნობია". გარდაცვლილებს შორის მოზარდებიც არიან. 

 


პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ეს პირი მარტო მოქმედებდა და თავდასხმის შემდეგ თვითმკვლელობა ჩაიდინა. პოლიციამ აღნიშნა, რომ "მეტი საფრთხე" არ არსებობს. 

 


მიუნხენის პოლიციის ხელმძღვანელმა პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ მამაკაცი, რომელმაც შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა, მიუნხენში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა და მანამდე კრიმინალური წარსული არ ჰქონია.

 


"დოიჩე ველე" თავდაპირველად, პოლიციაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მიუნხენის სავაჭრო ცენტრს 3 შეიარაღებული პირი დაესხა და ისინი გაქცეულები იყვნენ, შესაბამისად მანამდე პოლიცია სამ თავდამსხმელს ეძებდა.

 

 

როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, ყველაფერი კეთდება დაშავებულთა სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

 


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შაბათს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს, განაცხადა მერკელის კანცელარიის მაღალი თანამდებობის პირმა პიტერ ალტმაიერმა.

 


როგორც მან ZDF-ის საზოგადოებრივ ტელევიზიას განუცხადა, „მუდმივად ხდება“ მერკელის ინფორმირება მოვლენების განვითარებაზე. „კაბინეტის მინისტრები ბერლინისკენ მიემგზავრებიან“, თქვა მან.

 


კანცლერისა და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალტმაიერის გარდა გერმანიის უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შედიან, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ალტმაიერმა განაცხადა, რომ საბჭო შეაგროვებს და შეაფასებს ხელმისაწვდომ ინფორმაციას.

 


„ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ამგვარად, ტერორს და არაადამიანურ ძალადობას გერმანიაში ადგილი არ ექნება, განაცხადა მან, რომლის ტექსტის ციტირებასაც სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

 

 

„ჩვენი ფიქრები თავდასხმის მსხვერპლთა გარშემო ტრიალებს, მათ გარშემო, ვინც მათ უყვარდათ, და აგრეთვე პოლიციელების, რომლებიც იცავენ თავისუფლებას და უსაფრთხოებას“.

 


მერკელი თავისი შვებულების გასატარებლად ის-ის იყო ალპებში აპირებდა გამგზავრებას. მისი შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე შვებულებაში მყოფი - რომელიც მიუნხენში სროლების დაწყებისას ნიუ იორკის მიმართულებით მფრინავ ავიალაინერში იმყოფებოდა - ბერლინში ბრუნდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი