შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-მდე თანამშრომელმა სამთო მომზადების ზაფხულის ტექნიკური კურსი გაიარა
23-07-2016, 03:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-მდე თანამშრომელმა, საქართველოს სამთო კურორტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ურთიერთკოორდინაციის ფარგლებში, სამთო მომზადების ზაფხულის ტექნიკური კურსი გაიარა. სწავლება სტეფანწმინდას მუნიციპალიტეტში მდებარე ჭაოხის მასივში ათი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

 


შსს-ს ცნობით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, რთულ რელიეფზე გადაადგილება, კლდეზე მეწყვილესთან ერთად ცოცვა, თოვლზე დაშვება, ნაპრალში ჩავარდნილის ამოყვანა, დაშავებულის ევაკუაცია და სხვადასხვა სირთულის მწვერვალზე ასვლა შეისწავლეს.

 


"ძალოვან უწყებებს შორის მსგავსი მასშტაბური სამთო სწავლება პირველად ჩატარდა. კურსის მიზანი იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი მომზადების დონის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება.

 


მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მინდია ლორთქიფანიძემ, საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცეს. ღონისძიება სტეფანწმინდას მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუთაში მდებარე ბანაკ „ზეთაში“, ზღვის დონიდან 2250 მეტრ სიმაღლეზე გაიმართა.

 


სამთო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების პირველი ტექნიკური კურსი, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, ზამთარში, დაბა გუდაურში გაიარეს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მესამე სამთო ტექნიკური კურსის ჩატარება ზღვის დონიდან 5000 მეტრზე და მყინვარწვერის დალაშქვრა", - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი