"რია ნოვოსტის" ცნობით, ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ორი მძევალი გაათავისუფლა.
ამ დროისთვის თავდამსხმელებს კვლავ ჰყავთ მძევლად აყვანილი სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან ეღიზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიფიანი.
როგორც ხელისუფლებასა და თავდამსხმელებს შორის მომლაპარაკებელმა, მთიანი ყარაბაღის ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა ვიტალი ბალასანიანმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, შეიარაღებული ჯგუფი მზად არის, აღნიშნული პირებიც გაათავისუფლოს იმის სანაცვლოდ, რომ პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარედ 24-საათიანი პრესცენტრი გაიხსნას.
17 ივლისს ერევნის პოლიციის ერთ–ერთი განყოფილების შენობაში შეიარაღებული ჯგუფი შეიჭრა და იქ მყოფები მძევლად აიყვანა.
პოლიციამ 21 ივლისს, საღამოს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში პოლიციის შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტები დაარბია. ოთხშაბათ საღამოს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. მომიტინგეები მოითხოვდნენ იმ ადამიანების საკვებით უზრუნველყოფას, რომელთაც პოლიციის განყოფილებაში მძევლები ჰყავთ აყვანილი, რადიკალებისთვის პოლიციის შენობაში პროდუქტების შეტანა კი ოპოზიციონერ დეპუტატს ნიკოლ პაშინიანს უნდა უზრუნველეყო, უარის მიღების შემდეგ კი ხალხის ნაკადი შეეცადა კორდონის გარღვევას, რის საპასუხოდაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და მანათობელი ყუმბარები გამოიყენა და ჰაერში გასროლები მოახდინა.
ღამით კი მცირე შესვენების შემდეგ პროტესტანტებმა კვლავ დაიწყეს ქვების სროლა სამართალდამცველების მიმართულებით. აქციის მონაწილეების თქმით, მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ ერთ–ერთი დემონსტრანტი დააკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.