გია სოსანაშვილის მამა: თუ ჩემმა შვილმა მოკლა იური ვაზაგაშვილი, მაშინ ისიც მოკვდეს
08-02-2015, 11:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გია სოსანაშვილის მშობლების განცხადებით, ბრალდებული 19 იანვარს მათთან იმყოფებოდა.

 

 

სოსანაშვილის მშობლები სოფელ ყარაფილას მეზობელ სოფელში ცხოვრობენ.

 


დაკავებულის დედას მისი შვილის ბრალეულობის არ სჯერა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მისთვის ამ დანაშაულის ჩადენა აეძულებინათ.

 


ამის შესახებ მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედამ ,,რუსთავი2"-თან საუბრისას განაცხადა.

 


,,ნეტავ ყველა დედამ გაზარდოს ასეთი შვილი და ყველა დედას მოუკვდეს ასეთი შვილი, თუ ამის გამკეთებელია. არ იყო ასეთი და რა ვიცი. ალბათ, ან აიძულეს, ან რაღაცაშია ჩათრეული.

 


ჩვენთან მოსულები იყვნენ და სახლი გაჩხრიკეს. არ ვიცი რას ეძებდნენ, ალბათ იარაღს. ბაღშიც გავიდნენ, იქ ხომ არაფერი აქვს დამარხულიო. ეგეთი არაფერი არ ყოფილა. ჩემი შვილი განა მართლა რეციდივისტია. მე ვიცოდი, რომ ჩემი შვილი კაცად გავზარდე და თუ ასეთი უვარგისი გამოდგა, არა მგონია, არ ვიცი“,- აცხადებს სოსანაშვილის დედა.

 


ბრალდებულის მამა კი აცხადებს, რომ თუ მისმა შვილმა ასეთი დანაშაული მართლა ჩაიდინა, სჯობს მოკვდეს.

 


,,ვერც ვეთანხმები და ვერც ვერაფერს ვფიქრობ. შოკირებული ვარ. თუ ჩემი შვილი მაგის ჩამდენია, მოკვდეს“,-ამბობს აკაკი სოსანაშვილი.

 


მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი გია სოსანაშვილი, რომელიც პოლიციის მოქმედი თანამშრომელია, გუშინ დააკავა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი