ბენიამინ ნეთანიაჰუმ პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს, ძმის გარდაცვალების გამო სამძიმრის სათქმელად, ტელეფონით დაურეკა
23-07-2016, 05:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პალესტინის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან თანაგრძნობის გამომხატველი სატელეფონო ზარი განახორციელა პარასკევს, რათა სამძიმარი გამოეცხადებინა მისი ძმის გარდაცვალების გამო. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.

 

 

აბასის ძმა, ომარი, ყატარში მკურნალობის დროს, ხუთშაბათს კიბოთი გარდაიცვალა. იგი პარასკევს დაკრძალეს.

 


ისრაელის პრემიერ მინისტრის ოფისის ოფიციალური პირის განცხადების თანახმად, ნეთანიაჰუმ აბასს ტელეფონით პარასკევს დაურეკა. მისი თქმით, საუბარი მხოლოდ „სამძიმრის“ გამოხატვას ეხებოდა და სხვა რაიმე საკითხი არ განხილულა. სატელეფონო ზარის განხორციელება პალესტინის სახელმწიფო მედიამაც დაადასტურა.

 


ორ ლიდერს ერთმანეთთან ცივი ურთიერთობები აქვთ. ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს ხელი 2015 წლის ნოემბერს, პარიზის კლიმატის სამიტზე ჩამოართვა, მაგრამ მათ 2010 წლის შემდეგ მოლაპარაკებები არ გაუმართავთ, თუმცა არაერთი დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, მათ შორის რამდენიმე საიდუმლო შეხვედრა გაიმართა.

 

 

ორი მხარე ჩიხშია შესული და ვერ თანხმდება თუ როგორ განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი