თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ დაადასტურა, რომ მიუნხენში დაღუპულთაგან სამი, თურქია. ამის შესახებ "როიტერსი" იუწყება. მომხდართან დაკავშირებით, გერმანიის კანცლერი უშიშროების საბჭოს სხდომას მართავს. სხდომის დასრულების შემდეგ, ანგელა მერკელი განცხადებას გააკეთებს.
მიუნხენის სავაჭრო ცენტრში სწრაფი კვების რესტორან "მაკდონალდსის" სიახლოვეს პარასკევს, ადგილობრივი დროით დაახლოებით, 18:00 საათზე 9 ადამიანი ერთმა თავდამსხმელმა მოკლა, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა. მისი გვამი პოლიციამ "ოლიმპიას" სავაჭრო ცენტრიდან, 1 კილომეტრში იპოვა. ინციდენტისას 21-მდე ადამიანი დაიჭრა. თავდასხმის მოტივი კი, მიუნხენის პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, "სრულიად უცნობია".
პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ეს პირი მარტო მოქმედებდა და თავდასხმის შემდეგ თვითმკვლელობა ჩაიდინა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი 18 წლის ირანული წარმოშობის გერმანელი იყო.
მიუნხენის პოლიციის ხელმძღვანელმა პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ მამაკაცი, რომელმაც შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა, მიუნხენში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა და მანამდე კრიმინალური წარსული არ ჰქონია. პოლიციამ აღნიშნა, რომ "მეტი საფრთხე" არ არსებობს.
"დოიჩე ველე" თავდაპირველად, პოლიციაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მიუნხენის სავაჭრო ცენტრს 3 შეიარაღებული პირი დაესხა და ისინი გაქცეულები იყვნენ, შესაბამისად მანამდე პოლიცია სამ თავდამსხმელს ეძებდა.
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, ყველაფერი კეთდება დაშავებულთა სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.