მიუნხენის პოლიცია ვარაუდობს, რომ 18 წლის ირანული წარმოშობის გერმანელი თავდამსხმელი დაინტერესებული იყო მასობრივი მკვლელობებით და მსროლელებით, მათ შორის ნორვეგიელი ულტრა-მემარჯვენე ტერორისტით, ანდერს ბრეივიკით. ამის შესახებ ბრიტანული „გარდიანი“ წერს.
მიუნხენის მკვლელობა ბრეივიკის მიერ ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე განხორციელებული მასობრივი მკვლელობიდან, რა დროსაც 77 ადამიანი დაიღუპა, მე-5 წლისთავზე მოხდა.
ცოტა ხნის წინათ, „გარდიანმა“ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მიუნხენში, 18 წლის ირანული წარმოშობის გერმანელი თავდამსხმელის ბინაში ამერიკელი მეცნიერის, დოქტორ პიტერ ლენგმანის წიგნი ნახეს, სახელწოდებით - “Amok Im Kopf, Warum Schüler töten”, რაც ასე ითარგმნება. „რატომ კლავენ ბავშვები: სკოლის მსროლელთა ფიქრების შიგნით“.
18 წლის ირანული წარმოშობის გერმანელმა თავდამსხმელმა მიუნხენში, პარასკევს ადგილობრივი დროით დაახლოებით, 18:00 საათზე სავაჭრო ცენტრში სწრაფი კვების რესტორან "მაკდონალდსის" სიახლოვეს 9 ადამიანი მოკლა. შემდეგ კი თავი მოიკლა.
მისი გვამი პოლიციამ "ოლიმპიას" სავაჭრო ცენტრიდან, 1 კილომეტრში იპოვა. თავდასხმის მოტივი კი, მიუნხენის პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, "სრულიად უცნობია".
პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ეს პირი მარტო მოქმედებდა და თავდასხმის შემდეგ თვითმკვლელობა ჩაიდინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.