”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭომ 2016 წლის არჩევნებისათვის პარტიის საარჩევნო სია დაამტკიცა.
”ნაციონალური მოძრაობის” ცნობით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს გაფართოებულ სხდომას პოლიტსაბჭოს წევრები, საარჩევნო სიის კანდიდატები, მაჟორიტარული ოლქების კანდიდატები, პარტიის რაიონულო თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
პარტიის ინფორმაციით, სხდომაზე განხილული იქნა რამდენიმე საკითხი – 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიის პროგრამა, სამოქმედო გეგმა, პარტიის განახლებული ლოგო. ასევე საბოლოოდ დამტკიცდა 2016 წლის არჩევნებისათვის პარტიის საარჩევნო სია.
როგორც ”ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, სიით დამტკიცებულ კანდიდატებს მაჟორიტარულ ოლქებში დასახელებული მაჟორიტარული კანდიდატები და რაიონების წარმომადგენლები დაემატებიან. ყველა საკითხი, პოლიტიკურმა საბჭომ კენჭისყრით დაამტკიცა.
“ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის 30-ეული კი ასე გამოიყურება:
1. დავით ბაქრაძე;
2. ელენე ხოშტარია; (წარდგენილიაN2 (ვაკე) საარჩევნო ოლქში)
3. რომან გოცირიძე;
4. ნიკანორ მელია;
5. გიორგი ტუღუში;
6. ოთარ კახიძე;
7. სალომე სამადაშვილი;
8. ირაკლი აბესაძე; (წარდგენილია N7(კრწანისი) საარჩევნო ოლქში)
9. სერგი კაპანაძე;
10. სერგო რატიანი; (წარდგენილია N21 (გლდანი) საარჩევნო ოლქში)
11. გიორგი კანდელაკი;
12. ლელა ქებურია;
13. აკაკი ბობოხიძე;
14. გიორგი (გიგა) ბოკერია;
15. თენგიზ გუნავა;
16. ირმა ნადირაშვილი;
17. მამუკა ჩიქოვანი; (წარდგენილია N29 (რუსთავი) საარჩევნო ოლქში)
18. თინათინ ბოკუჩავა;
19. გიორგი თევდორაძე;
20. ზურაბ ჭიაბერაშვილი; (წარდგენილია N23 (საგარეჯო) საარჩევნო ოლქში)
21. ლაშა დამენია;
22. ხათუნა გოგორიშვილი;
23. ნიკოლოზ ნაყოფია;
24. ზაზა კედელაშვილი;
25. აზერ სულეიმანოვი; (წარდგენილია N35 (მარნეული) საარჩევნო ოლქში)
26. გიორგი წერეთელი;
27. გიორგი ღვინიაშვილი; (წარდგენილია N24 (გურჯაანი) საარჩევნო ოლქში)
28. ნინო კალანდაძე;
29. ომარ მეგრელიძე;
30. არსენ კარაპეტიანი; (წარდგენილია N46 (ახალქალაქი/ნინოწმინდა) საარჩევნო ოლქში)
სიის 31-ე ნომერია მიხეილ მაჭავარიანი, 35-ე ლევან თარხნიშვილი, 42-ე დავით დარჩიაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.