გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ მიუნხენში თავდამსხმელს კავშირები საერთაშორისო ტერორიზმთან არ ჰქონია
23-07-2016, 08:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მაიზიერმა დაადასტურა, რომ მიუნხენში განხორციელებული თავდასხმის ავტორს კავშირები საერთაშორისო ტერორიზმთან არ ჰქონია.

 

 

მიუნხენის პოლიციის ხელმძღვანელმა ჰუბერტუს ანდრაემ კი თქვა, რომ "აბსოლუტურად არ ყოფილა კავშირი ისლამურ სახელმწიფოსთან" და თავდასხმა აღწერა, როგორც "კლასიკური აქტი ფსიქიკურად ავადმყოფი პერსონის". 

 

 

მიუნხენის პოლიცია ვარაუდობს, რომ 18 წლის ირანული წარმოშობის გერმანელი თავდამსხმელი დაინტერესებული იყო მასობრივი მკვლელობებით და მსროლელებით, მათ შორის ნორვეგიელი ულტრა-მემარჯვენე ტერორისტით, ანდერს ბრეივიკით. ამის შესახებ ბრიტანული „გარდიანი“ წერს.

 


მიუნხენის მკვლელობა ბრეივიკის მიერ ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე განხორციელებული მასობრივი მკვლელობიდან, რა დროსაც 77 ადამიანი დაიღუპა, მე-5 წლისთავზე მოხდა.

 


ცოტა ხნის წინათ, „გარდიანმა“ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მიუნხენში, 18 წლის ირანული წარმოშობის გერმანელი თავდამსხმელის ბინაში ამერიკელი მეცნიერის, დოქტორ პიტერ ლენგმანის წიგნი ნახეს, სახელწოდებით - “Amok Im Kopf, Warum Schüler töten”, რაც ასე ითარგმნება. „რატომ კლავენ ბავშვები: სკოლის მსროლელთა ფიქრების შიგნით“.

 


18 წლის ირანული წარმოშობის გერმანელმა თავდამსხმელმა მიუნხენში, პარასკევს ადგილობრივი დროით დაახლოებით, 18:00 საათზე სავაჭრო ცენტრში სწრაფი კვების რესტორან "მაკდონალდსის" სიახლოვეს 9 ადამიანი მოკლა. შემდეგ კი თავი მოიკლა.

 


მისი გვამი პოლიციამ "ოლიმპიას" სავაჭრო ცენტრიდან, 1 კილომეტრში იპოვა. თავდასხმის მოტივი კი, მიუნხენის პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, "სრულიად უცნობია".

 


პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ეს პირი მარტო მოქმედებდა და თავდასხმის შემდეგ თვითმკვლელობა ჩაიდინა.

 

სულ ცოტა ხნის წინათ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბერლინში განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ გერმანია უღრმესი მწუხარებით გლოვობს მათ, ვინც ვეღარასოდეს დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს:

 


„ჩვენ მონაწილე ვართ თქვენი მწუხარების - ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე და თქვენთან ერთად ვიტანჯებით“, - თქვა მერკელმა.

 

 

კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ ის ადამიანები, რომელთაც მიუნხენში მომხდარი თავდასხმისას დაშავდნენ, მალე გამოჯანმრთელდებიან.

 

 

მან დაამშვიდა მოქალაქეები, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და შეაქო გერმანიის უსაფრთხოების ძალების „ფენომენალური“ მცდელობები, რომელთაც პარასკევს, საღამოს მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს. ანგელა მერკელმა აღნიშნულ განცხადებამდე უშიშროების საბჭოს სხდომა ჩაატარა. საბჭოს წევრებმა, მათ შორის შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა, უსაფრთხოების გაძლიერების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი