18 წლის ირანული წარმოშობის გერმანელი თავდამსხმელი, რომელმაც მიუნხენში ცეცხლსასროლი იარაღით 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვები მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, სკოლის კლასელების თქმით, ალი სონბოლი იყო.
თავდამსხმელის ბინაში ამერიკელი მეცნიერის, დოქტორ პიტერ ლენგმანის წიგნი ნახეს, სახელწოდებით - “Amok Im Kopf, Warum Schüler töten”, რაც ასე ითარგმნება. „რატომ კლავენ ბავშვები: სკოლის მსროლელთა ფიქრების შიგნით“. ამის შესახებ ბრიტანული „გარდიანი“ წერს.
18 წლის ირანული წარმოშობის გერმანელმა თავდასხმა მიუნხენში, პარასკევს ადგილობრივი დროით დაახლოებით, 18:00 საათზე სავაჭრო ცენტრში სწრაფი კვების რესტორან "მაკდონალდსის" სიახლოვეს განახორციელა.
მისი გვამი პოლიციამ "ოლიმპიას" სავაჭრო ცენტრიდან, 1 კილომეტრში იპოვა. თავდასხმის მოტივი კი, მიუნხენის პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, "სრულიად უცნობია".
პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ეს პირი მარტო მოქმედებდა და თავდასხმის შემდეგ თვითმკვლელობა ჩაიდინა.
მიუნხენის პოლიციის ხელმძღვანელმა ჰუბერტუს ანდრაემ თქვა, რომ "აბსოლუტურად არ ყოფილა კავშირი ისლამურ სახელმწიფოსთან" და თავდასხმა აღწერა, როგორც "კლასიკური აქტი ფსიქიკურად ავადმყოფი პერსონის".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.