მიუნხენის ბაიერნის საფეხბურთო კლუბმა "თვითერზე" შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა და მიუნხენში პარასკევ საღამოს განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ კლუბი "შეძრწუნებულია" მომხდარით.
დღევანდელ მატჩზე ლანდშუტის წინააღმდეგ, წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ თავდასხმის მსხვერპლთ.
9 ადამიანი, მათ შორის ბავშვები მოკლა 18 წლის ირანული წარმოშობის გერმანელმა თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით მიუნხენში.
მან თავდასხმა პარასკევს ადგილობრივი დროით დაახლოებით, 18:00 საათზე სავაჭრო ცენტრში სწრაფი კვების რესტორან "მაკდონალდსის" სიახლოვეს განახორციელა. შემდეგ კი თავი მოიკლა.
მისი გვამი პოლიციამ "ოლიმპიას" სავაჭრო ცენტრიდან, 1 კილომეტრში იპოვა. თავდასხმის მოტივი კი, მიუნხენის პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, "სრულიად უცნობია". პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ეს პირი მარტო მოქმედებდა და თავდასხმის შემდეგ თვითმკვლელობა ჩაიდინა.
სკოლის კლასელების თქმით, 18 წლის ირანული წარმოშობის გერმანელი, ალი სონბოლი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.