საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ლატვიის, რუმინეთისა და ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს საქართველოში, გამოსამშვიდობებელ სადილზე უმასპინძლა.
დიპლომატებს - ალექსანდრა ჰოლ-ჰოლს, პრიიტ ტურკს, ელიტა გაველეს, დუმიტრუ ბადეას და იუვალ ფუქსს საქართველოში დიპლომატიური მისია ეწურებათ.
"მთავრობის მეთაურმა მათ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. დიპლომატებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს მეგობრებად რჩებიან", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.