საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინათ ქალაქ ზუგდიდში სამეგრელოს საარჩევნო ოლქებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. ესენი არიან:
N61 (ფოთი) საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია
N62 (მარტვილი/აბაშა) საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოთარ დანელია (სოფლის მეურნეობის მინისტრი).
N63 (სენაკი/აბაშა) საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ბერაია (სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი)
N64 (ხობი) საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოდერძი ბუკია (ხობის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი)
N65 (ქ. ზუგდიდი) საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია (ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე)
1N66 (ზუგდიდი) საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი)
N67 (წალენჯიხა/ჩხოროწყუ) საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგა გულორდავა (წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი).
პრემიერ მინისტრმა კანდიდატების წარდგენამდე თქვა, რომ სამეგრელოს როლი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესია.
„ქედს ვიხრი, თქვენი სიმტკიცისა და გამძლეობის წინაშე“, - თქვა კვირიკაშვილმა, რომელმაც ზუგდიდიდან აფხაზებს შერიგების ხელი გაუწოდა.
"რადგან აფხაზეთი აქედან ძალიან ახლოა, მინდა სწორედ სამეგრელოდან მივმართო აფხაზ ძმებს - მინდა გჯეროდეთ, რომ ჩვენ გვინდა შერიგება, ჩვენ გვინდა მშვიდობა და ეს ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა. ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მაგალითია რუხის რეგიონული მნიშვნელობის საუნივერსიტეტო კლინიკა და ჩვენი სურვილია, რომ თქვენც ისარგებლოთ ამ ულტრათანამედროვე სტანდარტების კლინიკით. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ღირსეულად მიგიღებთ. იგივე შემიძლია ვთქვა რუხის სავაჭრო ცენტრზე. ვისურვებ, რომ ეს ადგილი კიდევ ერთი გადებული ხიდი აღმოჩნდეს ჩვენს შორის", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მან დევნილებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მათთვის ღირსეული ცხოვრების შექმნაზე ზრუნავს და მათ საცხოვრებელ ბინებს უსასყიდლოდ გადასცემს.
"მინდა მივესალმო დევნილებს და ვუთხრა მათ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერ იღონებს, რომ ღირსეული ცხოვრების პირობები შეგიქმნათ. ძალიან ბევრ ოჯახს უკვე გადავეცით საცხოვრებელი სახლი, 2012 წლიდან დღემდე 12 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი ბინა”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.