თურქეთის ელიტური საპრეზიდენტო დაცვა იშლება მას შემდეგ, რაც მისი 300-მდე წევრი სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო დააპატიმრეს
24-07-2016, 01:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თურქეთის ელიტური საპრეზიდენტო დაცვა დაიშლება მას შემდეგ, რაც დაახლოებით მისი 300 წევრი გასული კვირის სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო დააპატიმრეს. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა სატელევიზიო არხს განუცხადა, რომ ლეგიონის „საჭიროება“ არ არსებობდა.

 

 

უფრო ადრე თურქეთმა შეერთებულ შტატებში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის, ფეთჰულაჰ გიულენის ძმისწული, ამბოხებაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა. გიულენის ძმისშვილი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას.

 

 

პრეზიდენტის ოფისის ცნობით, დაპატიმრებულია ასევე გიულენის მთავარი მრჩეველი. გიულენი თურქეთში მე-2 ყველაზე გავლენიან ადამიანადაა მიჩნეული.

 

 

პრეზიდენტმა ერდოღანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ფართო სადამსჯელო ღონისძიებები დაიწყო, დააპატიმრა ათასობით მოსამსახურე პერსონალი, მათ შორის გენერლები და ადმირალები და მღალი რანგის სამხედრო ოფიცრები, სამსახურებიდან დაითხოვა ათიათასობით სამთავრობო ოფიციალურ პირი, ნაწილ მათგანს კი უფლებამოსილება შეუჩერა, მათ შორის არიან პედაგოგები და უნივერსიტეტების ხელმძღვანელები. სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 1 000-სზე მეტი კერძო სკოლა და 1 200-სზე მეტი ასოციაციაა დახურული.

 

 

ოთხშაბათს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რაც უფლებას აძლევს პრეზიდენტს და კაბინეტს ახალი კანონები პარლამენტის გვერდის ავლით მიიღონ და შეზღუდონ ადამიანების თავისუფლებები.

 

 

„საპრეზიდენტო დაცვა უკვე აღარ იარსებებს, არ არსებობს მიზანი, არ არსებობს საჭიროება“, - განუცხადა ილდირიმმა „ეი ჰაბერტის“ სატელევიზიო არხს.

 

 

თურქეთის ვიცე პერმიერმა კი განაცხადა, რომ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი დაპატიმრებები მოხდეს.

 

 

საპრეზიდენტო დაცვა 2 500-მდე ჯარისკაცს მოიცავს, მაგრამ მათგან სულ მცირე 283 ამბოხების შემდეგ დააპატიმრეს.

 

 

ფეთჰულაჰ გიულენმა, რომელიც ერთ დროს ერდოღანის ახლო მოკავშირე იყო, მაგრამ შემდეგ დაუპირისპირდა მას, მოუწოდა შეერთებული შტატების მთავრობას დაბლოკოს თურქეთის მცდელობები მისი ექსტრადირების თაობაზე.

 

 

სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, გიულენის ძმისწული, მუჰამედ საით გიულენი ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ ერზრუმში დააკავეს და დასაკითხად ანკარაში გადაიყვანეს.

 

 

პრეზიდენტის ოფისის ოფიციალური პირი, რომლის ნათქვამის ციტირებასაც „როიტერსი“ აქვეყნებს, აცხადებს, რომ ჰალის ჰანსი, რომელიც აღწერილია როგორც ფეთჰულაჰ გიულენის მარჯვენა ხელი, „დატყვევებულია“.

 

 

ოფიციალური პირი ამბობს, რომ ჰანსი, სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე, როგორც ჩანს, თურქეთში 2 დღით ადრე შევიდა.

 

 

შაბათს კი ერდოღანმა გაახანგრძლივა წინასწარი პატიმრობის ვადა, რომლის დროსაც ეჭვმიტანილის დაკავების პერიოდი, ბრალდების წაყენების გარეშე, 30 დღით იქნება შესაძლებელი.

 


შაბათს, ანკარას მთავარი პროკურორის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, დაკავებული 1 200 სამხედრო პირი, ძირითადად დაბალი რანგის ჯარისკაცები, გაათავისუფლეს, თუმცა ათასობით, მათ შორის 100-სზე მეტი გენერალი და ადმირალი პატიმრობაში რჩება.

 


პრეზიდენტ ერდოღანის მკაცრი ზომები გააკრიტიკეს ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფებმა, ისევე როგორც საფრანგეთმა, გერმანიამ და ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა.

 


ერდოღანმა საფრანგეთის ტელევიზიას შაბათს განუცხადა, რომ ევროკავშირი თურქეთის მიმართ „არაობიექტური და მიკერძოებულია“.

 


„ამნისთი ინტერნეშენალის“ განცხადებით, ერდოღანი „საკმაოდ შორს მიდის იმისაგან, რაც შეიძლება სამხედრო გადატრიალების მცდელობის კანონიერ პასუხად იყოს მიჩნეული“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი