ამერიკის კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით, სწრაფად მზარდი ტყის ძლიერი ხანძრის გამო, რამდენიმე ასეული ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.
BBC-ის ინფორმაციით, ხანძარი საკმაოდ დიდ ფართობს მოედო. მომხდარის გამო ქალაქ სანტა კლარიტიდან 300 ადამიანია ევაკუირებული.
ხანძარი, რომელიც ცნობილია, როგორც „ქვიშის ცეცხლი“ პარასკევს, 22 ივლისს, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა ქალაქ სანტა კლარიტასთან ახლოს და ქარმა სწრაფად გაავრცელა ლოს ანჯელესის ეროვნულ ტყე-პარკში.
ცეცხლის გავრცელებას ძლიერი სიცხე და ქარი უწყობს ხელს.
ლოს ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯონ თრიფის ინფორმაციით, 1 000 სახლია საფრთხეში, მაგრამ თუ სიტუაცია გაუარესდა, სან ფერანდოში დაახლოებით 45 000 სახლი იქნება რისკის ქვეშ.
ხანძარს დაახლოებით 900 მეხანძრე ებრძვის. ხანძრის ჩასაქრობად სპეციალური ვერტმფრენებიდან წყალსაც ასხამენ.
ეროვნული პარკიდან 400-მდე ეგზოტიკური ცხოველის ევაკუაცია განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.