ჯოზეფ ბაიდენი: საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება
09-02-2015, 00:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიუნხენში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შხვდა. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, სწორი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს ხელისუფლების მიერ და რომ საჭიროა რეფორმების ბოლომდე მიყვანა.

 


ამაში ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების დიდი მხარდაჭერის იმედი,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 


მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და ზოგადად რეგიონში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებს.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, რაც მისი განმარტებით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის. პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ფინანსური დახმარების მნიშვნელობას.

 


ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, აშშ რჩება საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორად და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს.

 


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 


''ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, რეგიონული უსაფრთხოების თემები. ამერიკული მხარე ხედავს საქართველოში იმ პროგრესს, რასაც მივაღწიეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა პრობლემები ისევ რჩება ქვეყანაში, როგორიც არის ეკონომიკური გამოწვევები თუ სხვა, მაგრამ ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ, რომ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ დავძლიოთ პრობლემები. ამაში კი ჩვენ გვაქვს ამერიკის მხარდაჭერის იმედი,”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს მთავრობის მეთაური მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის მთავარ თემას-უკრაინის კრიზისსაც შეეხო. მისი განმარტებით, ფორუმზე საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ ერთხელ შეთანხმდა იმაზე, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი