საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ფოთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ბიზნესმენი ირაკლი ხახუბია წარუდგინა.
წარდგენა ფოთის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ გაიმართა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ირაკლი წარმატებული ბიზნესმენი იყო და წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც.
„ამ ქალაქს კარგად იცნობს. დარწმუნებული ვარ თქვენ და ჩვენი გუნდის იმედებს გაამართლებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ირაკლი ხახუბიამ გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.