საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის თეიმურაზ ჩხეტიანის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
შსს-ს განცხადებას Guardian.ge უცვლელად გთავაზობთ:
„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კანონიერი ქურდობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თეიმურაზ ჩ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩ. ბოლო რამდენიმე წელი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად“.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც საქართველოში ოდესა-თბილისის რეისით ჩამოფრინდა.
გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.