მიუნხენში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გერმანიაში შესაძლოა იარაღზე კონტროლი გამკაცრდეს
24-07-2016, 05:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის ვიცე-კანცლერი ზიგმარ გაბრიელი ცეცხლსასროლ იარაღთან წვდომის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის.

 

 

ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

 

ზიგმარ გაბრიელის განცხადებით, მიუნხენში მომხდარმა თავდასხმამ, რომელიც მისივე თქმით, ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა სკოლის მოსწავლემ მოაწყო, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღზე წვდომას შეზღუდავს.

 

 

„ცეცხლსასროლ იარაღზე კონტროლის გამკაცრება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვენ ამის შემდეგაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საშიშ იარაღზე წვდომა შევზღუდოთ და კონტროლი გავამკაცროთ“, - განაცხადა ზიგმარ გაბრიელმა.

 

 

მიუნხენში პარასკევს, 22 ივლისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით, 18:00 საათზე სავაჭრო ცენტრში, სწრაფი კვების რესტორან "მაკდონალდსის" სიახლოვეს 18 წლის ირანული წარმოშობის გერმანელმა, დავიდ სონბოლმა თავდასხმა განახორციელა. მან ცეცხლსასროლი იარაღით 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვები მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. თავდასხმის შედეგად დაახლოებით 27 ადამიანი დაშავდა.

 

 

გერმანიის ძალოვანი უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიუნხენში განხორციელებული თავდასხმის ავტორს კავშირები საერთაშორისო ტერორიზმთან არ ჰქონია.    

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი