მაშველებმა უშბაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი უკრაინის მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო სამსახურში შეტყობინება მეტეოსადგურიდან შევიდა.
არსებული ინფორმაციით, ცხედრის ამოყვანის მუშაობა ამინდის გამო რთულ პირობებში განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.