საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, თამარ სანიკიძე ეროვნული ხარისხის განვითარების ცენტრს უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მოქმედმა მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამჟამად ტექნიკური საკითხების მოგვარება მიმდინარეობს.
„მე და თამარ სანიკიძე საბოლოოდ ჩამოვყალიბდით. საუბარია ეროვნული ხარისხის განვითარების ცენტრზე, რომელიც განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყებაა. ქალბატონი თამარი უახლოეს დღეებში ჩაუდგება სამსახურს და ახლა გვარდება ტექნიკური საკითხები. მე მიხარია, რომ, როგორც პრეცედენტი, ყოფილი და მოქმედი მინისტრები, გააგრძელებენ თანამშრომლობას და ისეთი ძვირფასი მენეჯერული რესურსი, როგორიც არის თამარ სანიკიძე, დარჩება ჩვენთან“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.