გიორგი კვირიკაშვილი: დღეიდან 4 წლის თავზე, ვგეგმავთ, რომ თითოეულმა ოჯახმა თავის თავზე იგრძნოს ის სიკეთე, რომელიც იქმნება ქვეყანაში
24-07-2016, 07:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ფოთში  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ, მაჟორიტარობის კანდიდატები ხობის საარჩევნო ოლქში და ასევე აბაშისა და მარტვილის გაერთიანებულ ოლქში წარადგინა.

 

 

კერძოდ, ხობში მაჟორიტარობის კანდდიატი გოდერძი ბუკია იქნება, აბაშისა და მარტვილის რაიონში კი - სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

 

 

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ის გოდერძი ბუკიას დაახლოებით 20 წელია იცნობს.

 

 

"მოგეხსენებათ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კერძო სექტორშიც მომიწია მუშაობა და ბატონი გოდერძი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტიურობით, განსაკუთრებული სიყვარულით, თავისი კუთხის, თავისი ხობის მიმართ. ყველა ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს, აგური დადოს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში, ვისაც უნდა, რომ კეთილდღეობა მოიტანოს ჩვენი მოქალაქის ოჯახში, ერთიანდება ჩვენთან ერთად",- განაცხადა პრემიერმა.

 

 

მთავრობის მეთაურმა ხობში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს მნიშვნელოვანი გეგმები, ხობში სპორტული კომპლექსების მშენებლობის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემების გაუმჯობესების, ოჯახური სასტუმროების განვითარებისა და ამის ფინანსური ხელშეწყობის, ასევე, ადგილობრივი წარმოების პოტენციალის განვითარების მიმართულებით.

 

 

"ამისთვის, ბატონი გოდერძი ყოველდღე მუხლჩაუხრელად ზრუნავდა და მომავალშიც იზრუნებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

რაც შეეხება ოთარ დანელიას, როგორც პრემიერ-მინისტრმა აბაშის რაიონში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ოთარ დანელია არის უაღრესად კვალიფიციური ადამიანი, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი რეფორმები წამოიწყო.

 

 

კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ოთარ დანელია იქნება ლოკომოტივი არამხოლოდ აბაშის და მარტვილის, არამედ სამეგრელოს და მთელი ქვეყნის განვითარებაში.

 

 

„სიმართლე გითხრათ, ბევრი ვიფიქრე ამ გადაწყვეტილებაზე, როდესაც ვფიქრობდით გუნდში, ვინ წარგვედგინა მარტვილის და აბაშის მაჟორიტარ კანდიდატად. ნამდვილად ძნელი გადასაწყვეტი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ოთარი ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში - სოფლის მეურნეობაში. ვფიქრობთ, რომ პარლამენტში ნამდვილად არის ბევრი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს სფერო მართლაც გავხადოთ წამყვანი ჩვენი ქვეყნისთვის; გავხადოთ იმ სფეროდ, რომელიც დაასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს და გააძიერებს ადგილობრივი წარმოების პოტენციალს“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ „ოთარ დანელია იქნება ერთ-ერთი წამყვანი ძალა გუნდში.

 

 

პრემიერმა თავის გამოსვლაში, ასევე, აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სერიოზული ცვლილებები მოხდა, კერძოდ, 5 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა, ქართველ ხალხთან ერთად, დაიწყო პროცესი, რომელსაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოჰყვა.

 

 

„ამის შედეგად დღეს გვაქვს გაცილებით უფრო თავისუფალი ქვეყანა, თავისუფალი ადამიანებით. შევადაროთ 4 წლის წინანდელი საარჩევნო პროცესი და დღევანდელი წინასაარჩევნო პროცესი. დღეს არავინ არავის დევნის; დღეს ტელევიზიიდან თავისუფლად ისმის კრიტიკული მოსაზრებები, ხანდახან გულსატკენი და არაობიექტური, მაგრამ ჩვენ ამას ვეგუებით, ვინაიდან ადამიანის თავისუფლება არის უზენაესი“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის სფეროებში განხორციელებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

 

„ოთხი წლის თავზე დღეიდან, ჩვენ ვგეგმავთ, რომ თითოეულმა ოჯახმა თავის თავზე იგრძნოს ის სიკეთე, რომელიც იქმნება ქვეყანაში. ამისთვის გვაქვს მკაფიო ხედვა, ყოველდღიური ნაბიჯებით გაწერილი სამოქმედო გეგმა, დაწყებული განათლების სფეროთი, დამთავრებული ეკონომიკური და მმართველობითი რეფრომით, რომ ჩვენი მთავრობა ვაქციოთ ხალხის მოსამსახურედ. განათლების სფეროს ფუნდამენტური რეფორმის გარეშე შეუძლებელია ჩვენ რაიმე განვითარებას მივაღწიოთ, ჩვენი პრობლემების 90%, თუ 100% არა, დევს დღეს განათლების პრობლემებში. 4 წლის თავზე ჩვენ უნდა მივიღოთ შეუქცევადი პროცესი, როდესაც ყველა ოჯახი საკუთარ შემოსავლებზე იგრძნობს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა ქვეყანაში. როდესაც მე ამას ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, კარგად ვგრძნობ, რომ ყველაფერი კარგად ჯერ კიდევ არ არის; რომ უდიდესი პრობლემებია ქვეყნის რეგიონებში და არსებობს უდიდესი განსხვავება სხვადასხვა რეგიონების განვითარებაში, თუ გნებავთ, დედაქალაქსა და რეგიონებს შორის. ჩვენი მოვალეობაა, მეტი ყურადღება მივაქციოთ რეგიონებს, უბრალო ადამიანების ცხოვრებას. თითოეული ადამიანის ცხოვრების შეცვლიდან იწყება ნებისმიერი რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 76
#76   Merry
      
References:


Best payid pokies sites https://telegra.ph
29 ოქტომბერი 2026 15:53
#75   Veta
      
References:


5 minimum deposit pokies bpay https://sciencemission.com/profile/slipreport62
29 ოქტომბერი 2026 08:22
#74   Dolores
      
References:


MiFinity casino real money Australian pokies accepting MiFinity
27 ოქტომბერი 2026 15:32
#73   Jestine
      
References:


Payid pokies sign up bonus https://gitlab.rails365.net/twistbucket85
27 ოქტომბერი 2026 04:45
#72   Cleveland
      
References:


Instant withdrawal pay id pokies http://daojianchina.com
24 ოქტომბერი 2026 05:34
#71   Jefferey
      
References:


Instant bank transfer withdrawal casino australia bbs.airav.cc
23 ოქტომბერი 2026 17:39
#70   Adam
      
References:


Minimum deposit wire transfer casino australia high roller wire transfer casino australia
23 ოქტომბერი 2026 16:03
#69   Ann
      
References:


Wire transfer casino bonus australia https://skitterphoto.com
23 ოქტომბერი 2026 07:18
#68   Jaimie
      
References:


Casinos accepting neosurf australia https://text.dsf.hs-heilbronn.de/YwkSx7X0TCaHHF5QYl4lNg
22 ოქტომბერი 2026 20:16
#67   Billie
      
References:


Neosurf casino app australia neosurf minimum deposit
casino
22 ოქტომბერი 2026 14:11
#66   Kassie
      
References:


Direct bank transfer payid pokies payid pokies no KYC
21 ოქტომბერი 2026 16:22
#65   Dalene
      
References:


Bpay online pokies australia BPay pokies Australia
21 ოქტომბერი 2026 14:41
#64   Haley
      
References:


1 minimum deposit casino australia payid gitlab.herzog-it.de
20 ოქტომბერი 2026 10:45
#63   Domingo
      
References:


Australian casino with BPay bpay progressive jackpot pokies
18 ოქტომბერი 2026 12:59
#62   Marguerite
      
References:


Top 10 payid pokies https://www.rcmx.net
17 ოქტომბერი 2026 19:55
#61   Marianne
      
References:


Top payid pokies australia jackpot
pokies payid
17 ოქტომბერი 2026 17:30
#60   Renato
      
References:


Payid casino pokies onlinevetjobs.com
17 ოქტომბერი 2026 11:56
#59   Melodee
      
14 ოქტომბერი 2026 02:40
#58   Moises
      
References:


Quick wire transfer casino payouts wire transfer casino real money australia
14 ოქტომბერი 2026 02:31
#57   Imogen
      
References:


Bank transfer casino fees australia gaiaathome.eu
13 ოქტომბერი 2026 23:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი