საქართველოს მთავრობა სამძიმარს უცხადებს ავღანეთის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს
24-07-2016, 07:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობა  ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, 2016 წლის 23 ივლისს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას გმობს.

 

 

საქართველოს მთავრობა ავღანეთის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს  სამძიმარს უცხადებს.

 

 

„უმკაცრესად ვგმობთ 2016 წლის 23 ივლისს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას. საქართველოს მთავრობა გულითად სამძიმარს უცხადებს ავღანეთის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს ამ განსაცდელის ჟამს.

 

 

მივიჩნევთ, რომ ეს თავდასხმა და სხვა მსგავსი ქმედებები, რომლებიც მიმართულია თავისუფლების, მშვიდობის და უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ, წარმოადგენს უდიდეს დანაშაულს კაცობრიობის წინაშე.

 

 

ვიმედოვნებთ, საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით, შესაძლებელი იქნება ძალადობრივი ექსტრემიზმის აღმოფხვრა და მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცება.

 

 

საქართველო მხარს უჭერს ავღანეთის ხელისუფლების ძალისხმევას, არსებული გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

გუშინ, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, შიიტი-ხაზარების საპროტესტო აქციაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 61 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი