ოთარ დანელია: გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ამბიცია, მოვხსნათ ყველა რეკორდი
24-07-2016, 09:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე მინდა გთხოვოთ თანადგომა, მე მინდა, გთხოვოთ მხარდაჭერა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე იქნება შედეგზე დამოკიდებული“, -განაცხადა აბაშის მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, რომელიც მარტვილისა და აბაშის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა.

 

 

მისი თქმით, გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ „ქართულ ოცნებას“  აქვს ამბიცია,  ყველა რეკორდი მოხსნას.

 

 

დანელიამ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე დიდი ნდობა, რაც ცხოვრებაში ოდესმე ჰქონია.

 

 

„ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მიმდინარე პროექტია სოფლის მეურნეობაში, რომელიც გაგრძელდება, ეს იყო ერთსულოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩვენ გუნდურად ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი რესურსი იყოს დაბალანსებული და გადანაწილებული ქვეყნის მასშტაბით... მე მინდა გთხოვოთ თანადგომა, მე მინდა, გთხოვოთ მხარდაჭერა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე იქნება შედეგზე დამოკიდებული. გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ამბიცია, მოვხსნათ ყველა რეკორდი და ამაში მე თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს. სამეგრელომ კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რეგიონი და საქართველოს ხერხემალი“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი