გერმანიის ქალაქ ანსბახის ღია საჰაერო სივრცეში, მუსიკალური ფესტივალის გასამართი ადგილის სიახლოვეს, სირიელმა თავშესაფრის წარუმატებელმა მაძიებელმა ბომბით თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 27 წლის მამაკაცმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მას შემდეგ აამოქმედა, რაც მას ფესტივალზე დასასწრებად შესვლაზე უარი უთხრეს. პოლიცია იძიებს, იყო თუ არა აღნიშნული აფეთქება ტერორისტული აქტი. "ჩვენ ამის გამორიცხვა ჯერ არ შეგვიძლია", – განაცხადა ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იოახიმ ჰერმანმა.
აფეთქების შემდეგ, დაახლოებით 2 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ფესტივალის ადგილიდან. ბავარიაში ეს უკვე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მესამე თავდასხმაა.
18 წლის ირანული წარმოშობის გერმანელმა თავდამსხმელმა მიუნხენში, პარასკევს ადგილობრივი დროით დაახლოებით, 18:00 საათზე სავაჭრო ცენტრში სწრაფი კვების რესტორან "მაკდონალდსის" სიახლოვეს 9 ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
მისი გვამი პოლიციამ "ოლიმპიას" სავაჭრო ცენტრიდან, 1 კილომეტრში იპოვა. თავდასხმის მოტივი კი, მიუნხენის პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, "სრულიად უცნობია".
პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ეს პირი მარტო მოქმედებდა და თავდასხმის შემდეგ თვითმკვლელობა ჩაიდინა.
მიუნხენის პოლიციის ხელმძღვანელმა ჰუბერტუს ანდრაემ შაბათს თქვა, რომ "აბსოლუტურად არ ყოფილა კავშირი ისლამურ სახელმწიფოსთან" და თავდასხმა აღწერა, როგორც "კლასიკური აქტი ფსიქიკურად ავადმყოფი პერსონის".
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მაიზიერმა შაბათს დაადასტურა, რომ მიუნხენში განხორციელებული თავდასხმის ავტორს კავშირები საერთაშორისო ტერორიზმთან არ ჰქონია.
მიუნხენის პოლიცია ვარაუდობს, რომ 18 წლის ირანული წარმოშობის გერმანელი თავდამსხმელი დაინტერესებული იყო მასობრივი მკვლელობებით და მსროლელებით, მათ შორის ნორვეგიელი ულტრა-მემარჯვენე ტერორისტით, ანდერს ბრეივიკით.
მიუნხენის მკვლელობა ბრეივიკის მიერ ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე განხორციელებული მასობრივი მკვლელობიდან, რა დროსაც 77 ადამიანი დაიღუპა, მე-5 წლისთავზე მოხდა.
18 ივლისს კი, ავღანელმა ლტოლვილმა, რომელიც შეიარაღებული იყო ნაჯახით და დანით, გერმანიის სამხრეთით, ვუერზბურგში მატარებელში 4 ადამიანს დაზიანებები მიაყენა, სანამ პოლიცია მას ცეცხლსასროლი იარაღით ადგილზევე მოკლავდა.
ბავარიის პოლიციის შინაგან საქმეთა მინისტრის იოახიმ ჰერმანის განცხადებით, თავდამსხმელი 17 წლის ავღანელი ლტოლვილი იყო, რომელიც ახლომდებარე ქალაქ ოხსენფურტში ცხოვრობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.