სამართალდამცველებმა წუხელ ღამით პაატა ბურჭულაძის პარტიის ორი წევრი დააკავეს.
შემთხვევა თბილისში, პოლიტიკური მოძრაობის - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” თემქის ოფისთან მოხდა.
პარტიის წევრების განცხადებით, სამართალდამცველები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მათზე დაკვირვებას და თვალთვალს აწარმოებდნენ. მათივე თქმით, პარტიის ოფისიდან გასულ პირებს ახსნა-განმარტების გარეშე ჩხრეკდნენ.
„ერთ-ერთ მანქანაში მჯდომმა პირმა ეს ყველაფერი ხმამაღლა გააპროტესტა, რაზეც პოლიციელებმა უთხრეს, გადმოსულიყო მანქანიდან, რის შემდეგაც ისიც და მასთან დასახმარებლად მისული მეორე პიროვნებაც დააკავეს“, - აცხადებენ პარტიაში.
გამოძიება დაკავებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
დაკავებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.