შსს პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრების დაკავებაზე: პოლიტიკური კუთვნილება არც ერთ პირს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს
25-07-2016, 02:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

 

აღნიშნულ განცხადებას Guardian.ge უცვლელად გთავაზობთ:

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, გვიან ღამით, თბილისში, ანაპის დივიზიის ქუჩაზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომელსაც 1985 წელს დაბადებული ბუბა კ. მართავდა.

 

 

ალკოტესტით შემოწმების შედეგად, მძღოლს ალკოჰოლური თრობა არ დაუდგინდა. მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პრევენციული შემოწმება დაასრულეს, ავტომანქანის მგზავრებმა - 1971 წელს დაბადებულმა მურაზ ს.-მ და 1976 წელს დაბადებულმა კახაბერ დ.-მ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაუწყეს. პოლიციელების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ისინი არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორივე მათგანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება) დააკავეს.

 

 

რაც შეეხება ავტომანქანის დაზიანების ფაქტს, მფლობელის მხრიდან პრეტენზიის გამოხატვისთანავე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყო.

 

 

აქვე გვინდა, შევნიშნოთ, რომ სამართალდამცველებისთვის მათი პოლიტიკური კუთვნილების შესახებ ცნობილი არ იყო, თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკური კუთვნილება არც ერთ პირს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

 

 

სამართალდამცველები მოქმედებდნენ კანონის შესაბამისად. საპატრულო პოლიციის მიერ ავტომანქანების შეჩერება-გადამოწმება, პრევენციის მიზნით, პერიოდულად ხორციელდება და მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვასა და შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილებას.

 

 

პოლიცია აპოლიტიკური უწყებაა, შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მასთან მიმართებაში პოლიტიკური განცხადებებისა და ინსინუაციებისგან, რაც ამ უწყების დისკრედიტირებისკენაა მიმართული“,-ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი