ერაყში, ქალაქ ხალისში დანაღმული მინიავტობუსის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანია მოკლული, მათ შორის ქალები და ბავშვები.
„როიტერსი“ აღნიშნულ ინფორმაციას ერაყის პოლიციაზე და საავადმყოფოზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფეთქება ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან დაახლოებით 80 კილომეტრში მოხდა.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალურმა პირმა კერძო ტელევიზიას განუცხადა, აფეთქება „ძალიან ძლიერი“ იყო. საავადმყოფოს მედპერსონალის განცხადებით, გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია.
ჯერჯერობით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.