დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ მაჟორიტარობის კანდიდატებზე კომენტირებისას ეჭვი გამოთქვა, რომ შესაძლოა "ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილი აღარ აფინანსებს და აქედან გამომდინარე პარტია „ფულიან მაჟორიტარებს“ ეძებს. მან ასევე თქვა, რომ მაჟორიტარობის ზოგიერთი კანდიდატი „მისნაირი ტიპაჟია“, პოსტსაბჭოთა სახეები არიან.
„ბევრ მათგანს რუსეთში აქვს გახურებული ბიზნესი და მგონი დასავლეთში, ნატო-ს წევრ ქვეყნებში ნამყოფიც არ არის. როცა ვკითხავ, რა აქვთ საერთო რებრენდინგირებულ „ქართულ ოცნებასთან“, ასევე“ ნაციონალურ-რესპუბლიკურ პარტიასთან“, საინტერესოა რას მიპასუხებენ? ახალი სინდიოზი შეიქმნა ახალი სახეებით, რომლებსაც დაემატათ პოსტსაბჭოთა სახეები ანუ ჩემნაირი ტიპაჟები. როგორ უნდა შეაჯვარონ ეს ყველაფერი, მათი პრობლემაა“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა და დაამატა:
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ მოხვდა „ოცნების“ მაჟორიტარების სიაში ომარ ნიშნიანიძე, მეჭიაურმა აღნიშნა: „როგორც ჩანს, ნიშნიანიძეს ფული არ აქვს და თავის საარჩევნო კამპანიას ვერ იფინანსებს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.