დეპუტატი თამაზ მეჭიაური საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისა და მეზობელ სახელმწიფოში საარჩევნო უბნების გახსნისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ პარტია „თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მოსკოვში გამართული ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ის მოსკოვში „ნახევრადოფიციალური“ ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა, რადგან პარლამენტის მიერ არ ყოფილა დაფინანსებული.
თამაზ მეჭიაურის ცნობით, მოსკოვში დეპუტატმა, იგორ მოროზოვმა მიიწვია.
„მათი ძირითადი ინტერესი იყო ახლადშექმნილი პარტიის ამოცანები, სამომავლო მიზნები და ის, თუ როგორ წარმოგვიდგენია რუსულ-ქართული ურთიერთიობა. ამ საკითხზე იყო გარკვეული კონსულტაციები. მიმიწვია პირადად იგორ მოროზოვმა, რომელიც არის ზედა პალატის წევრი, თუმცა იყო დუმის სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებთან არაფორმალური შეხვედრებიც”, - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ მოსკოვში მიწვევა და დაინტერესება მისმა პარტიამ იმიტომ დაიმსახურა, რომ საინტერესოა.
„ალბათ თვლიან, რომ მომავალ პარლამენტში სოლიდურად ვიქნებით წარმოდგენილი და მომავალში მოუწევთ ჩვენთან საუბარი. რაც შეეხება რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, მე ეს ხედვები ჩამოყალიბებული მაქვს - ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ყველა ქვეყანასთან, თუ ბლოკთან ურთიერთობა უნდა ამოვიდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენიდან. დღევანდელი ხელისუფლება იგივე კურსს აგრძელებს, რომელსაც წინა ხელისუფლება. დღეს ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს დამოუკიდებელი და ვერ იქნება დამოუკიდებელი, ვიდრე მოსახლეობის მიერ არჩეული ხელისუფლება არ ეყოლება და ეყოლება დასავლეთის მიერ დანიშნული მთავრობა და ოპოზიცია. პრიორიტეტულად მიმაჩნია, რომ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს რუსეთთან, უნდა გავიგოთ, რა უნდათ, უარი არ უნდა ვთქვათ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. რუსი დეპუტატები ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის მზად არიან“,-განაცხადა მან.
მისივე თქმით, შეხვედრებზე დაფინანსებაზე საუბარი არ ყოფილა.
„აბსურდული იქნებოდა, რომ სხვა ქვეყნიდან მიღებული დაფინანსებით მიიღოს მონაწილეობა პარტიამ არჩევნებში, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან მქონდა საუბარი და მათი ინტერესის შემთხვევაში, ამ საკითხს განვიხილავ“,-აღნიშნა მეჭიაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.