სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის, ლევან ვარშალომიძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურში მისადმი მთავარი კითხვა იყო ის, თუ საიდან მოხდებოდა პროექტის „სოციალური სახლის“ დაფინანსება.
„ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს პროექტი განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ასევე მოვიზიდავთ თანხებს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ გამოკითხვაზე მისი დაბარების კონკრეტული გზავნილი არის ის, რომ მთავრობას სოციალური სახლების მშენებლობა თავად არ უნდა.
„მე ვპირდები აჭარის მოსახლეობას, რა შედეგიც არ უნდა დადგეს, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ სოციალურ სახლებს“, - აღნიშნა ვარშალომიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ დაპირებაში არანაირი სამართლებრივი დარღვევა არ არის.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით კი, მოხდება ლევან ვარშალომიძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა.
„18 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელდა, და რომელიც ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს შეეხებოდა, დავიბარეთ ლევან ვარშალომიძე, დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით. მოკვლევა გრძელდება. ჩვენ შევისწავლით მის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას. ასევე საჭირო იქნება დამატებითი პირების გამოკითხვა. ამ პროცედურების გავლის შემდგომ გვექნება საშუალება შეფასდეს, არსებობს თუ არა კანონმდებლობის დარღვევა“, - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებების, თუ რატომ არ ხდება აუდიტის სამსახურში პრემიერ-მინისტრის დაბარება, რომელიც დევნილებს სახლების გადაცემას ჰპირდება, – საპასუხოდ აზნაურაშვილმა თქვა, რომ აუდიტის სამსახური შეისწავლის ნებისმიერ საკითხს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევას შეეხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.