გიორგი პაპუაშვილმა პრეზიდენტ მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა
25-07-2016, 05:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

 

 

„უფრო დეტალურად გვქონდა საუბარი იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რა ფორმითაც ხორციელდებოდა ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე, ეს არის შემაშფოთებელი ფაქტები. ვისაუბრეთ ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ ამდენი ხნის განმავლობაში რეაგირების გარეშე იყო ჩვენი წერილობითი მიმართვები როგორც მთავარი პროკურატურისგან, ასევე შს სამინისტროსგან. მათ პასუხი საერთოდ არ გაგვცეს. ჩვენ პირდაპირ ეთერშიც გავეცით რამდენიმე ფაქტის შესახებ ინფორმაცია, რომელზეც არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ასე რომ, იმედი იმისა, რომ ადეკვატური რეაგირება იქნება, არ არსებობს. სწორედ ეს გვინდა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გაიზიაროს და ერთად მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება მოხდეს ადეკვატური რეაგირება და მოსამართლეს ჰქონდეს საშუალება, მშვიდ ვითარებაში განახორციელოს თავისი საქმიანობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 


მისი თქმით, ის პრემიერ მინისტრთან შეხვედრასაც გეგმავს.

 

 

„მაშინ, როდესაც ვისაუბრე ამ ფაქტების შესახებ, გამოვთქვი სურვილი და მზადყოფნა ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის, მათ შორის პრეზიდენტთან. მადლობელი ვარ, რომ მან გამონახა საშუალება შეხვედრის, ასევე სატელეფონო საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრთან და ვთხოვე, რომ მზად ვიყავი შეხვედრისთვის. ის დამპირდა, რომ როგორც კი მოიცლიდა, დამიკავშირდებოდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 


საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ამჯერადაც თავი შეიკავა მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებსა, ასევე მის განმახორციელებლებსა და ადრესატებზე საუბრისგან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი