ყოფილი პარლამენტარის, რომან მარსაგიშვილის განცხადებით, მისი სახლის ეზოში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერება - ტროტილი მოქმედებაში არ იყო მოყვანილი.
ამის შესახებ მან Guardian.ge-სთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ გამნაღმვნელები უკვე იმყოფებოდნენ მის სახლში.
„ჩემი სახლის ეზოში ნაპოვნი ტროტილი მოქმედებაში არ იყო მოყვანილი. სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით იყო მიწაში ჩადებული. თავიდან ძალიან შემეშინდა. გამნაღმვნელებმა ნახეს და ალბათ, რამდენიმე წლის წინ არის ჩადებული“,-განაცხადა მარსაგიშვილმა.
რაც შეეხება დეპუტატ კარლო კოპალიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ რომან მარსაგიშვილს სახლის ეზოში აღმოჩენილი ტროტილი წინა ხელისუფლების დროს არის ჩადებული, მარსაგიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დადასტურებულად ვერ ისაუბრებს, რადგან მისი თქმით, როცა ტროტილი ნახა შეეშინდა.
როგორც კარლო კოპალიანმა Guardian.ge განაცხადა, რომან მარსაგიშვილი აქტიურ პოლიტიკაში არ არის და რომც იყოს, ალბათ ეს დღევანდელ დღეს ნამოქმედარი არ არის.
„მაქვს ეჭვი და ისიც ადასტურებს ამ ეჭვს - რომან მარსაგიშვილმა 2008-2012 წლებში რთული პერიოდი გაიარა, იყო პარლამენტის წევრი ოპოზიციიდან, მახსოვს მასთან დაკავშირებული ყველა დეტალი, თუ როგორ დაუჭირეს შვილი, როგორ „ჩაუდეს“ მას ნარკოტიკი და როგორ გაასამართლეს. მისი ვარაუდია, რომ ტროტილი იმ პერიოდშია ჩადებული“, - განაცხადა კოპალიანმა.
რომან მარსაგიშივლმა ტროტილი დღეს, ყაზბეგის რაიონის სოფელ არშაში მდებარე საკუთარ სახლში დასუფთავების სამუშაოების დროს ნახა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.