არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია”-ს ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ სემინარი ჩაატარა.
თამარ კიკნაძე სტუდენტებს სოციალური მეცნიერებების სწავლების პრობლემებზე ესაუბრა. სემინარი ერთი საათის განმავლობაში, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
„მშვენიერი აუდიტორია დამხვდა – ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩვენი ქვეყნის კეთლდღეობით. თუ ასეთი ახალგაზრდების რაოდენობა გამრავლდება, მე მგონი ქვეყნისთვისაც კარგია და თვით ახალგაზრდებისთვისაც”, – განაცხადა თამარ კიკნაძემ.
„პოზიცია“-ს ხელმძღვანელმა, გურამ ადამაშვილმა სტუდენტებს არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე გააცნო ის ხედვები, მიზნები და სამომავლო გეგმები, რომლებიც ორგანიზაციას გააჩნია.
სემინარში მონაწილე სტუდენტები „პოზიცია“-ს საქმიანობითა და პროექტებით დაინტერესდნენ და შემდგომი თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.
„მსგავსი ტიპის ღონისძიებები და აქტივობები მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მნიშვნელოვანია სხვადასხვა ჯგუფების სოციალურ გარემოში უკეთ ინტეგრაციისთვის. „პოზიცია“ გეგმავს გააგრძელოს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრები და ხელი შეუწყოს მათი ინფორმირებულობის დონისა და ცნობიერების ამაღლებას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.