საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში მისვლას არ აპირებს.
ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უწყებაში მისვლის შესახებ შეტყობინება ბათუმის პროკურატურისგან მიუვიდა.
„აჭარის პროკურატურისგან მოვიდა ოფიციალური წერილი, რომ მთხოვენ მიბრძანებას. თუმცა უფრო სერიოზულად რომ შევხედოთ, ქვეყნის ინსტიტუციებზეა საუბარი, ყველამ უნდა გაიზიაროს ის პასუხისმგებლობა, რაც დაკავშირებულია ამ ინსტიტუციის ნორმალურ მუშაობასთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და მზად არის შეხვდეს მთავარ პროკურორს, თუ მისი მხრიდან დაინტერესება იქნება.
„მე არსად მისვლას არ ვაპირებ. თუ ვნახე რომ მზადყოფნა იქნება, შევხდები მთავარ პროკურორს და მივაწვდი ინფორმაციას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.