პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვედრას სთავაზობს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეხვედრა „პოლიტიკურ ცხოვრებაში გაჩენილ საშიშ ტენდენციებზე“ ადეკვატური და აზრიანი პასუხის გასაცემად უნდა შედგეს.
„კარგა ხანია ვსაუბრობ იმის თაობაზე, რომ კორცხელის შემთხვევა უნდა იყოს ადეკვატურად პასუხგაცემული. მე იმაზეც ვისაუბრე, რომ კორცხელის შემთხვევა გარკვეულ ტენდენციებს ბიძგს მისცემს და ეს სინდრომი განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში იქნება ძალიან რთული ყველასთვის. ამიტომ ჩვენ ნათელი პასუხი უნდა გავცეთ, როცა ხდება პოლიტიკურ ძალებსა და ჯგუფებს შორის შეთანხმებული მოქმედება. ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად არ არის ჩართული ამ საქმეებში, მაგრამ აგრეთვე ჩნდება ტენდენციები რაღაც კავშირების ჩამოყალიბების, აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ჩვენ, არჩევნების პროცესში გვქონდეს სამართლებრივი და მშვიდი, დემოკრატიული არჩევნები, იმისთვის, რომ დავიცვათ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტები, გამოვთქვამთ მზადყოფნას, შევხვდე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ამ საშიშ ტენდენციებს, რომლებიც ჩნდება პოლიტიკურ ცხოვრებაში, გავცეთ სწრაფი, ადეკვატური და აზრიანი პასუხი”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.