თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, იმ პერიოდში როდესაც ინტერნეტში გუშინ გავრცელებული ვიდეოა გადაღებული, ამბოხი მიმდინარეობდა და შესაბამისი ზომების მიღება აუცილებელი იყო. უგულავა მასალაში უკანონოს ვერაფერს ხედავს.
"კონკრეტულ ადგილას მე აღმოვჩნდი, თუ ზუსტად მახსოვს, პრეზიდენტთან ერთად, ან რამე ღონისძება იყო მანამდე ან რამე ღონისძიებაზე მივდიოდით და ეს ამბავი, როცა შევიტყვეთ მასთან ერთად მოვედით, რაზეც მეტყველებს ჩემი და პრეზიდენტის იმ მომენტისთვის შეუფერებელი ჩაცმულობა. ბუნებრივია, ოპერაციას მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. ვინც იცნობს მერაბიშვილს და მისი ლაპარაკის არც თუ ისე გრამატიკულად დახვეწილ საუბარს, ადვილად გაარჩევს რაზეა საუბარი"- განაცხადა უგულავამ.
ყოფილი მერის თქმით, უდავოა, რომ კადრები პროკურატურის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავრობის დავალებით არის გავრცელებული.
უგულავას განმარტებით, ვიდეოში მერაბიშვილი საუბრობს ორი პიროვნების ჯერ დაჭერაზე და დაკითხვაზე; როგორც ოპერაციის ხელმძღვანელი სპეცრაზმელებს დავალებას აძლევს.
"წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მათ ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლება აქვთ და მათ შორის, როცა ტერორისტული აქტია და ამბოხია, სპეცრაზმელებს აქვთ ლიკვიდაციის უფლება. ეს უფლება აქვს სპეცრაზმელებს ყველა ქვეყანაში და ანალოგიურ გაფრთხილებას ნებისმიერი ხელმძღვანელი აძლევს. იმ კონკრეტულ მომენტში, როცა ეს საუბარია, ადგილზე სიტუაცია განმუხტულია. ეს ორი პიროვნება მიმალვაშია და ხორციელდება ძებნა. რამდენიმე დღის მერე, როდესაც ეს ორი პირი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცდილობდა გადასვლას, მოხდა მათთან შეტაკება, რამდენადაც მე მახოსვს სპეცრაზმელებიც დაშავდნენ და ორი ადამიანიდან ერთის ადგილზე ლიკვიდაცია მოხდა, მეორე დაიჭრა. თვითმიზანი რომ ყოფილიყო დაჭრილიც ვერ გადარჩებოდა. ოთანაძეს უმკურნალა სახელმწიფომ ის იყო პატიმარი, ამ მთავრობამ კი ყოველგვარი შესწავლის გარეშე გამოუშვა პოლიტპატიმრის სტატუსით. ის დღეს ლადო ბედუკაძესთნ და სხვა მსგავს პირებთან ერთად ფოტოსესიით არის დაკავებული"- განაცხადა უგულავამ.
გუშინ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დავალებებს აძლევს და ორ გვამს ახსენებს. "მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია" - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი მუხროვანის ამბოხების საქმეზე სპეცოპერაციის დაგეგმვას ასახავს. ვიდეოში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინისნები ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი მერი გიგი უგულავაც ფიგურირებენ.
სკანდალური ვიდეო, სადაც ვანო მერაბიშვილი ამბობს: "ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია" -იხილეთ ბმულზე: See more at: http://guardian.ge/149-skandaluri-video-sadac-vano-merabishvili-ambobs-ori-gvami-mtcirdeba-momitaneth-es-ori-gvami-vsio-premia-didia-video.html#sthash.uxc92twX.bMjAQTwl.dpuf
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.