დავით ჯანიკაშვილი: სიღნაღის მუნიციპალიტეტში ღვინის არც ერთი ქარხანა არ ფუნქციონირებს, იმ ფონზე, როდესაც აქ 20 000 ტ-მდე ყურძენი იკრიფება
25-07-2016, 07:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტში 2016 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ძირითადად გათვალისწინებულია გზებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, – აღნიშნული განცხადება სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ჯანიკაშვილმა Guardian.ge–სთან გააკეთა.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პარალელურად ცდილობენ სოფლის მეურნეობის სფეროს უფრო მეტად განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას მეღვინეობის წინ წაწევის მიმართულებით, რადგან, გამგებლის თქმით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში ღვინის არც ერთი ქარხანა არ ფუნქციონირებს, იმ ფონზე, როდესაც სიღნაღის სოფლებში 20 000 ტ-მდე ყურძენი იკრიფება.

 

 

გამგებლის ინფორმაციით, წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ფარგლებში მუნიციპალიტეტში რემონტდება 5 საბავშვო ბაღი და სოფელ ჯუგაანში კი შენდება ახალი საბავშვო ბაღი, რაც ჯამში 240 000 ლარი დაჯდება. შენობა ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება და დაახლოებით, სექტემბერში გაიხსნება.

 

 

"გარდა ამისა, წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 27 კმ-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტ-ბეტონის საფარით ხორციელდება. ნაწილი ამ გზებიდან ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, ნაწილს კი საავტომობილო გზების დეპარტამენტი აკეთებს. აქედან ყველაზე აღსანიშნავია, ტიბაანი-ხირსის დამაკავშირებელი 7 კმ-იანი მონაკვეთი. ძირითადად ვაკეთებთ ეკლესია-მონასტრებთან, საბავშვო ბაღებთან და სკოლებთან მისასვლელ გზებს. ასეთი არის სოფელ ბოდბეში, მაღაროში, ნუკრიანში, ანაგაში, ვაქირში, ტიბაანში, ბოდბისხევსა და ძველ ანაგაში," – – აცხადებს დავით ჯანიკაშვილი.

 

 

სიღნაღის გამგებელი ამბობს, რომ მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში ასევე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს. წელს გაკეთდა ორი ჭაბურღილი სოფელ ანაგასა და მაშნაარში. ამ სოფლების მოსახლეობას წყლის პრობლემა ჰქონდა და გაკეთდა რეზერვუარები, გარდა ამისა, სოფელი ძველი ანაგა წელს მთლიანად იქნა გაზიფიცირებული.

 

 

ჯანიკაშვილის თქმით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტში 700 000 ლარი დაიხარჯება, დაახლოებით ერთი მლნ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 2 100 000 იხარჯება ინფრასტრუქტურის სამინისტროდან.

 

 

"გარდა ამისა, გზის გარკვეულ მონაკვეთებს აკეთებს მუნიციპალური განვითარების ფონდი და საგზაო დეპარტამენტი. სულ ჯამში, დანახარჯი 11 მლნ-მდე იქნება. ადგილობრივი ბიუჯეტით ვარემონტებთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან მისასვლელ გზებს" – აცხადებს დავით ჯანიკაშვილი.

 

 

Guardian.ge–ს მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა სახის მსხვილი ინვესტიციები ხორციელდება სიღნაღის მუნიციპალიტეტში, გამგებელმა უპასუხა, რომ ისინი ინვესტორებს ეძებენ.

 

 

"მუნიციპალიტეტში არც ერთი გადამამუშავებელი საწარმო არ გვაქვს, კომუნისტურ პერიოდში აქ ღვინის 7 ქარხანა იყო. დღეს არც ერთი ღვინის ქარხანა არ არის მუნიციპალიტეტში. მით უმეტეს, როდესაც 20 000 ტ-მდე ყურძენი იკრიფება", – განაცხადა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ჯანიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი