„გაზპრომი“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შვილობილ საწარმოს გახსნის
25-07-2016, 07:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შვილობილ საწარმოს გახსნის.

 

 

სპუტნიკ ოსეტიას“  ცნობით, აღნიშნული საწარმო ე.წ. სამხრეთ ოსეთის გაზიფიკაციის საკითხებით დაკავდება.

 

 

„გაზპრომის“ წარმომადგენლები დღეს ცხინვალში იმყოფებოდნენ, სადაც დე-ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს შეხვდნენ.

 

 

როგორც „გაზპრომის“ წარმომადგენელმა, ვალერი გოლუბევმა შეხვედრაზე განაცხადა ბევრი ვარიანტი განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ იმ ვარიანტზე გაკეთდა არჩევანი, რომელიც აპრობირებულია რუსეთის მიერ ბელორუსში, ყირგიზეთსა და სომხეთში.

 

 

„ბელორუსში, ყირგიზეთსა და სომხეთში არის ჩვენი შვილობილი საწარმოები, „გაზპრომს“ კი აკისრია პასუხისმგებლობა მათი ფუნქციონირებისთვის, ამ ქვეყნების ტერიტორიაზე გაზის მიწოდებისთვის, გაზის სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის. ანუ „გაზპრომი“ პასუხისმგებელია გაზის დარგის ფინანსური, ეკონომიკური და იურიდიული საქმიანობისთვის“, - განაცხადა ვალერი გოლუბევმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი