გიორგი კვირიკაშვილმა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად გოგა გულორდავა წარადგინა
25-07-2016, 07:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„განვითარების არც ერთი გეგმა, რომელსაც ჩვენ მომავალი ოთხი წლისთვის ვადგენთ, არავითარ შემთხვევაში, არ გაივლის მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე, ადამიანის უფლებების გათელვაზე, რომელიც ადრე გვქონდა და რომლის მოწმენიც მთელი ქვეყანა გავხდით“, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წალენჯიხის მოსახლეობას, რომელსაც წალენჯიხისა და ჩხოროწყუს გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგა გულორდავა წარუდგინა.

 

 

"ქართულო ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის თქმით, ეს, გუნდის თითოეული წევრისთვის, უმნიშვნელოვანესი პრინციპია.

 

 

"როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში ვუყურებდით ასი ათასობით დაპატიმრებულ ადამიანს, მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, ყოველთვის მქონდა ასეთი აზრი, რომ არც ერთი უსამართლოდ დასჯილი ადამიანის შვილის ცრემლად არ ღირს მთელი საქართველო. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მოწოდება და მთავარი არსი. სწორედ ამ კრედოს მიყვება ჩვენი გუნდის თითოეული წევრი. სწორედ ამ პრინციპის დაცვით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეფექტური, სწრაფი ნაბიჯების გადადგმით, ვივლით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, რათა ადამიანურად და ამავე დროს ეფექტურად შევცვალოთ ქვეყანაში ცხოვრების დონე“, -განაცხადა პრემიერმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა მაჟორიტარობის კანდიდატ გოგა გულორდავას შესახებ და აღნიშნა, რომ მან, როგორც ადგილობრივმა, იცის, რა უხარია და რა სტკივა რაიონის მოსახლეობას.

 

 

პრემიერი დარწმუნებულია, რომ იგი იქნება ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

 

 

"გოგას გააჩნია კვალიფიკაციაც, გააჩნია საჭირო ადამიანური თვისებები, რაც ალბათ ყველაზე მთავარია ასეთ დროს. მას ქვეყნის ხელისუფლებისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება, რათა წალენჯიხის მოსახლეობის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი