გიორგი კვირიკაშვილი: პაპუაშვილთან შეხვედრის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მგონია, რომ საქმე გვაქვს ინსტიტუციების დისკრედიტაციასთან
25-07-2016, 08:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სამწუხაროდ, გიორგი პაპუაშვილმა გადაწყვიტა, რომ პროკურატურისთვის არ მიემართა და ჩემთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება, რომ აჭარის პროკურატურაში მისვლა იყოს არაადეკვატური“,-განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტებს ყველამ მეტი პატივი უნდა სცეს.

 

 

„ბატონი პაპუაშვილის პირველი განცხადებისთანავე მე მას დავუკავშირდი და ვუთხარი, დაუყოვნებლივ ეცნობებინა პროკურატურისთვის ინფორმაცია და მიეწოდებინა ის მასალები, რაც აქვს. სამწუხაროდ, მან გადაწყვიტა, რომ პროკურატურისთვის არ მიემართა და ჩემთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება, რომ აჭარის პროკურატურაში მისვლა იყოს არაადეკვატური. მე მგონია, რომ ჩვენ ჩვენს ინსტიტუციებს, მათ შორის ნებისმიერ ფილიალს, მეტი პატივი უნდა ვცეთ. მე მასთან შეხვედრის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მგონია, რომ საქმე გვაქვს ინსტიტუციების დისკრედიტაციასთან, რაც ყოვლად დაუშვებელია, რადგან ეს ინსტიტუციები ყველას გვჭირდება და ეს ის ინსტიტუციებია, რაზეც ქვეყანა დგას. მე ვესაუბრე მთავარ პროკურორს ამ თემაზე, ვესაუბრე გიორგი პაპუაშვილსაც, ჩემი მოწოდება იქნება და დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი შეხვდებიან და გაირკვევა სიმართლე”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უწყებაში მისვლის შესახებ შეტყობინება ბათუმის პროკურატურისგან მიუვიდა.    

 

 

„აჭარის პროკურატურისგან მოვიდა ოფიციალური წერილი, რომ მთხოვენ მიბრძანებას. თუმცა უფრო სერიოზულად რომ შევხედოთ, ქვეყნის ინსტიტუციებზეა საუბარი, ყველამ უნდა გაიზიაროს ის პასუხისმგებლობა, რაც დაკავშირებულია ამ ინსტიტუციის ნორმალურ მუშაობასთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.     მისივე თქმით, ის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და მზად არის შეხვდეს მთავარ პროკურორს, თუ მისი მხრიდან დაინტერესება იქნება.     „მე არსად მისვლას არ ვაპირებ. თუ ვნახე რომ მზადყოფნა იქნება, შევხდები მთავარ პროკურორს და მივაწვდი ინფორმაციას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი