გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის მიერ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება
25-07-2016, 08:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის წინადადებას იღებს და მზად არის შეხვდეს მას. გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის მიერ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ დაავალა შს მინისტრს, რომ "სასწრაფოდ" გაირკვეს ეს საკითხი.

 


„რა თქმა უნდა, შევხვდები პრეზიდენტს. მე მასთან ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობა მაქვს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

პრეზიდენტის იმ განცხადებაში კი, რომ მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრზე სამართალდამცველების მონაწილეობით ზეწოლის განხორციელებას ჰქონდა ადგილი, პრემიერ მინისტრი შანტაჟს და აღნიშნულ საკითხში პოლიტიკურ კომპონენტს გამორიცხავს, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრს ვითარების გარკვევის დავალება მაინც მისცა.

 

 

”მე მქონდა პრეზიდენტთან საუბარი ამ თემაზე რამდენიმე დღის წინ. მაშინვე დავავალე შს მინისტრს, რომ სასწრაფოდ უნდა გაირკვეს ეს საკითხი. მე გამოვრიცხავ, რომ ეს იყო შანტაჟი და პოლიტიკური ზეწოლა. თუ აქ იყო რაიმე პროცედურული დარღვევა, შესაბამისი რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი, მაგრამ გამოვრიცხავ პოლიტიკურ კომპონენტს. მე ვფიქრობ, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებამდე, მეც, პრეზიდენტმაც და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სამართალდამცველებს. კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი