ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ცალკეულ პირებზე ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს. მან თქვა, რომ „ეს განცხადებები პოლიტიკური სპეკულაციებია”.
”არ მომისმენია პრეზიდენტის განცხადება, თუმცა საეჭვოდ დაემთხვა ბატონი პაპუაშვილის განცხადებას. ზოგადად, გაუგებარია ეს განცხადებები, რადგან პაპუაშვილთან დაკავშირებით პრემიერმა გააკეთა განცხადება, ესაუბრა და უთხრა, მიემართა პროკურატურისთვის, რომ თუ გააჩნდა რაიმე დამადასტურებელი მასალები იმისა, რომ მოსამართლეებზე მიდის ზეწოლა, პროკურატურა ამაზე შესაბამის ღონისძიებებს გაატარებდა”, - განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირებისგან მსგავსი განცხადებები მიზანშეწონილი არ არის.
”არ მისულა ბატონი პაპუაშვილი პროკურატურაში და მგონია, რომ საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან - როდესაც ქალბატონები ჭორაობენ. ვფიქრობ, ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია სახელმწიფო ინსტიტუტების, რომელზეც დგას ნებისმიერი ევროპული ქვეყანა”, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.