”ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი, პრეზიდენტის მიერ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნულ ფაქტს "აღმაშფოთებელს" უწოდებს.
„ეს ფაქტი ძალიან აღმაშფოთებელი და დასაფიქრებელია. ხელისუფლების მხრიდან უნდა იყოს გამოვლენილი პოლიტიკური ნება, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა აიღონ პასუხისმგებლობა. როდესაც ამ საკითხზე საუბრობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ოპოზიცია – საქმე რეალურად გვაქვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ სკანდალთან. მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პრემიერ მინისტრი შესაბამის რეაგირებას გააკეთებს და კონკრეტული გაგრძელება და კონკრეტული პასუხისმგებელი პირების გამოვლენა მოხდება“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.