ბ–ნო პრემიერო, ასეთი რიტორიკა, სამწუხაროდ შედეგს ვერ მოიტანს, რადგანაც – "აფხაზები, ცოცხალი თავით არ დათმობენ "დამოუკიდებლობას", რაც არ უნდა „ევროპულად ვუმღერ–ვუცეკვოთ“, თუ მათზე "ზემოქმედება არ იქნება გარედან", ანუ რუსეთიდან. აფხაზები აცხადებენ, რომ – თუ საქართველოს აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენა სურს, მაშინ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას მოაწეროს ხელი. მათ მიაჩნიათ, რომ საკუთარი სახელმწიფო უკვე ააშენეს და საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს „ძმობის და დობის“ თაობაზე, აფხაზები ირონიით აღიქვამენ. არც საქართველოს „ეკონომიკური მიმზიდველობის“ გამო არ აპირებენ საკუთარი პოზიციების დათმობას, რომელიც დასავლეთის ფრთის ქვეშ ილუზიებით სავსე კარგი ცხოვრების დაპირებად მიაჩნიათ.
მოკლედ, მხოლოდ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების დაპირებებით აფხაზებისა და ოსების ნდობის აღდგენის მცდელობა არაფრის მომცემია. რაც მთავარია, აფხაზების 99,% –ს, თავისი „უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის" გარანტად მხოლოდ რუსეთი მიაჩნიათ და აცხადებენ, რომ ეს მათი "თავისუფალი არჩევანია". ამ პოზიციას, ისინი საქართველოს მიერ დეკლარირებულ სტრატეგიას უპირისპირებენ „თავისუფალ არჩევანის“ შესახებ და ამბობენ, რომ თუ ქართველებს გაქვთ უფლება გქონდეთ თქვენი „თავისუფალი არჩევანი“, თუ ვისთან იმეგობროთ ან რომელ სამხედრო–პოლიტიკურ კავშირში გაწევრიანდეთ, მაშინ ჩვენც გვაქვს იმის უფლება, რომ ჩვენი „თავისუფალი არჩევანი“ გვქონდესო!.. ისინი გვსაყვედურობენ, რომ ქართველები არც კი კითხულობთ ჩვენს აზრს ამის შესახებ (2008 წლის 5 იანვრის პლებისციტის შედეგებს ეყრდნობით, რომელშიც მონაწილეობა არ მიგვიღია, არც აფხაზებს და არც ოსებსო) და ამავდროულად გინდათ, რომ საქართველოში „დაბრუნებაზე დაგთანხმდეთო“?! თქვენთვის თუ ნატოა უსაფრთხოების გარანტი, ჩვენთვის რუსეთიაო!.. მართლაც და, „ძმობას“ როცა ვახსენებთ მათ, მაშინ ისიც უნდა უთხრას ქვეყნის ხელისუფლებამ, რომ საქართველოს სახელმწიფოს „თავისუფალ არჩევანზე“ საუბრისას, აფხაზებს და ოსებს ვთავაზობთ ერთობლივი „წილობრივი მონაწილება მიიღონ თავისუფალი არჩევანის შემუშავებისას“, რაც თანამონაწილეებს გახდით მათ, ერთიანი სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში"!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.