ცაგერის მუნიციპალიტეტში „მწვანე თეატრის“ რეაბილიტაცია აგვისტოში დაიწყება – „პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ლეჩხუმსა და მთლიანად რეგიონში“
25-07-2016, 09:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს გამოვლინდება ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე „მწვანე თეატრის“ რეაბილიტაციას განახორციელებს.

 

 

ამის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რევაზ ბენიძემ Guardian.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

 

 

მისი თქმით, „მწვანე თეატრის“ რეაბილიტაცია დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

 

 

„1-ელ აგვისტოს გვეყოლება ტენდერში გამარჯვებული კომპანია. „მწვანე თეატრის“ რეაბილიტაციას ვიწყებთ აგვისტოში. 20 დღიან ტენდერზე დავდეთ ეს პროექტი. ყველა პროცედურა დაახლოებით ორ კვირას გასტანს, სანამ ხელშეკრულებას გავაფორმებთ და სავარაუდოდ, აგვისტოს შუა რიცხვებში დავიწყებთ „მწვანე თეატრის“ რეაბილიტაციას, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. წელს ეს ობიექტი ჩაბარებული იქნება“,-განაცხადა რევაზ ბენიძემ.

 

 

 

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ასევე, აღნიშნა, რომ  „მწვანე თეატრის“ რეაბილიტაციის პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

 

„ძალიან მოთხოვნადი პროექტია. დიდი გამოხმაურება ჰპოვა ლეჩხუმში და მთლიანად რეგიონში. „მწვანე თეატრი“ ლეჩხუმის სავიზიტო ბარათი იყო თავის დროზე. ეს აშენდა 80-იან წლებში. მთელ საქართველოში განთქმული იყო. აქ ჩამოდიოდნენ უდიდესი მსახიობები. ამ ადგილს ბუნებრივი, არაჩვეულებრივი აკუსტიკა აქვს. კლდეებშია განთავსებული და არ არის საჭირო მიკროფონი  სცენაზე, რომ თეატრში შეკრებილებმა ხმა გაიგონ“,-განაცხადა ბენიძემ.

 

 

რევაზ ბენიძემ მიმდინარე წლის 13 ივნისს Guardian.ge-ს განუცხადა, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 500 000 ლარი დაიხარჯება.

 

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დღეს, „მწვანე ფესტივალის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღონისძიება ცაგერში, „მწვანე თეატრში“ მიმდინარე წლის 25-26 ივლისს გაიმართება. „მწვანე ფესტივალის" ფარგლებში ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები იმღერებენ, ასევე ელექტრონული მუსიკას შეასრულებენ.

 

 

(ფოტოზე – რევაზ ბენიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი)

 

 

ფესტივალი რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნიის, ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ტარდება. 

 

 

რევაზ ბენიძის თქმით, ფესტივალი ცაგერიდან დაიწყება და ეტაპობრივად მთელ საქართველოს მოივლის.

 

 

„ცაგერში არის ამ ფესტივალის დასაწყისი. მერე ჩატარდება სხვადასხვა რეგიონებში. სავარაუდოდ, აქედან გადაინაცვლებს წყალტუბოში და მერე ალბათ, მარტვილში, ტყიბულში“,-განაცხადა რევაზ ბენიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი